17 წლის გიუ შეცვლაზე შევიდა და 23 წამში გამარჯვების გოლი გაიტანა - "ბარსელონა" მესამე ადგილზე გადავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მეათე ტურში „ბარსელონამ“ საკუთარ მოედანზე „ბილბაო“ 1:0 დაამარცხა.

გოლი 17 წლის დებიუტანტმა თავდამსხმელმა მარკ გიუმ შეცვლაზე შესვლის შემდეგ 23 წამში გაიტანა.

„ბარსელონა“ 24 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერებს, „რეალსა“ და „ჟირონას“, 1 ქულით ჩამორჩება და მომდევნო ორ მატჩს სახლში ჩაატარებს: 25 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე „შახტართან“ და 28 ოქტომბერს პრიმერაზე „რეალთან“.

ბარსელონა. „ოლიმპიკ ლიუის კომპანისი“
ბარსელონა - ბილბაო 1:0
გოლი: გიუ (80)

მკითხველის კომენტარები / 4 /
ააა კაციი!!..ვინმეე -?, ლოგიკაც ამას ქვია,ქვას გახეთქავას-ბიჭს მამა ებრაელი ჰყოლია,დედა უნგრელი, მოქალაქეობაც უნგრული და საქართველოც თვალითაც არ უნახავს არასოდეს, მაგრამ კარგი შესახედაობის ქართველი ყოფილააააა......
leqso
24 ოქტომბერი 2023 09:33
0
ბარსელონას ახალგაზრდულ გუნდში რომ არის მეკარე იაკობიშვილი მის შესახებ თუ იცის ფედერაციამ? იქნებ დაითანხმონ საქართველოს სახელით თამაშზე, ძალიან პერსპექტიული ბიჭია.
კონსტანტინე
23 ოქტომბერი 2023 11:32
0
თუ არ ვცდები მამა ებრაელი ჰყავს, დედა კი უნგრელი, თვითონ საქართველოში არ დაბადებულ/გაზრდილა და ვერც მოვთხოვთ ჩვენთან ითამაშოს, საინტერესო კი იქნებოდა. რა ქვეყნის სახელითაც არ უნდა გადაწყვიტოს გამოსვლა წარმატებები იაკობაშვილს, რომ შეხედავ კარგი შესახედაობის ქართველია!
?
23 ოქტომბერი 2023 22:29
0
ცოდნით კი ეცოდინებათ მარა მაგის დათანხმება თითქმის წარმოუდგენელია, უნგრეთის მოქალაქეა ევროკავშირის პასპორტი აქვს რითაც ლეგიონერად არ ითვლება. ესპანეთში გუნდებს სამი არაევროკავშირელის ყოლის უფლება აქვთ, ბარსას შევსებული აქვს უკვე ეს კვოტა, ქართული პასპორტის აღების შემთხვევაში ლეგიონერად ჩაითვლება და განაცხადშიც ვეღარ მოხვდება. აქედან გამომდინარე არ მგონია ქართული პასპორტი აიღოს, ჯერ ჯერობით მაინც, თორე ისე კაი კი იქნებოდა. სულ ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობს და რამხელა გამოცდილებას მიიღებს თუნდაც ტერ შტეგენისგან.
barca
23 ოქტომბერი 2023 15:29
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული