ლა ლიგის მეთერთმეტე ტურში "ბარსელონა" "რეალს" უმასპინძლებს. ელ კლასიკოს წინ მასპინძელთა გუნდის მწვრთნელს, ხავის, პრესკონფერენციაზე პროგნოზის გაკეთება სთხოვეს.
"შანსები თანაბარია - 50/50-ზეა. ფავორიტი პრაქტიკულად არასოდეს არ არის. რაიმეს წინასწარმეტყველება შეუძლებელია. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, პროგნოზირება არ შეიძლება", - ციტირებს ხავის "მუნდო დეპორტივო".
მატჩი "ოლიმპიკ ლიუის კომპანისზე" 28 ოქტომბერს, თბილისის დროით 18:15 საათზე დაიწყება.