დიდებულ ელ კლასიკოში დიდებულმა ბელინგემმა დუბლით "რეალს" გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მეთერთმეტე ტურში „ბარსელონა“ სახლში „რეალთან“ 1:2 დამარცხდა.

დებიუტში მასპინძლები გიუნდოგანმა კატალონიურ გუნდში სადებიუტო გოლით დააწინაურა, შემდეგ კარგი შანსი ფერმინს ჰქონდა, რომლის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. უნდა აღინიშნოს, სახიფათო მომენტები ბევრი არ იქმნებოდა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში „სამეფო გუნდი“ ისევ ძელმა იხსნა, ამჯერად მარტინესის თავურის მერე. სტუმრებმა შეტევებით უპასუხეს და ტრავმამორჩენილმა ბელინგემმა შორიდან უძლიერესი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. თამაში კიდევ უფრო დაიძაბა და საინტერესო გახდა, ორმხრივი იერიშებით მიმდინარეობდა, სტუმრები უფრო აქტიურები იყვნენ, ბელინგემმა დუბლი შეასრულა და
მადრიდელებს გამარჯვება მოუპოვა.

28-28 ქულით ლიდერები "რეალი" და "ჟირონა" არიან, "ბარსელონა" 24 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო 22 ქულით მეოთხე პოზიციაზე "ატლეტიკოა", რომელსაც 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

„ბარსელონა“ 5 ნოემბერს სან-სებასტიანში „სოსიედადს“ დაუპირისპირდება, ხოლო „რეალი“ 6 ნოემბერს „რაიო ვალეკანოს“ უმასპინძლებს.

. ბელინგემმა „რეალში“ 13 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა.
. ანჩელოტიმ „ბლანკოსის“ მწვრთნელის პოსტზე 250-ე მატჩი ჩაატარა.

ბარსელონა. „ოლიმპიკ ლიუის კომპანისი“
ბარსელონა - რეალი 1:2
გოლები: 1:0 გიუნდოგანი (6), 1:1 ბელინგემი (69), 1:2 ბელინგემი (90+2)


მკითხველის კომენტარები / 16 /
მხოლოდ პირველი ოცი წუთით თამაშის ყურებით მთელ თამაშზე დასკვნის გაკეთება აბსოლიტური უაზრობაა.ხოლო რაც შეეხება დონეს,----ასეთი მნიშვნელოვანი და დაძაბული ატმოსფეროს ფონზე ფეხბურთელები რომ შებოჭილები არიან და თავიდანვე მთელ თავის შესაძლებლობებს ვერ ამჟღავნებენ ,სრულიად ბუნებრივია.ბევრი გვინახავს უფრო დაბალ დონეზე ჩატარებული კლასიკოებიც.თამაშის ხარისხზე მოქმედებს აგრეთვე ორი-სამი დღის წინ ჩ.ლ.-ზე ჩატარებული მატჩებიც.ეს გუნდები კიდევ ბევრჯერ დაამტკიცებენ თავის მაღალ კლასს.თქვენ კი გირჩევთ მეტ სიდინჯეს და ნაცური აზრვნების ხშირად გამომჟღავნებისგან თავის შეკავებას ,რამეთუ მეტი ფასი დაგედებათ თქვენც და თქვენს ნათქვამსაც.
გუბერნიას
09:48 29-10-2023
2
მამუკას---არ მითქვამს რომ პერსონალური მეურვეობა ყოველთვის ამართლებს.გეთანხმები იმაში რომ დიდი ფეხბურთელები სულ მცირე შანსებსაც კი დიდებულად იყენებენ.უბრალოდ აღვნიშნე რომ ბილინგემი იმ ორ მომენტში სრულიად უმეთვალყურეოდ იყო,რაც მის სიდიადეს ვერ ამცირებს,პირიქით,ბარსელონამ რომ ვერ შესძლო მისი ბოლომდე განეიტრალება,სწორედაც რომ მის მაღალ კლასზე და ბარსელონას სისუსტეზე მიანიშნებს.
საჩინო
09:28 29-10-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული