"მესიმ ფანტასტიკური მუნდიალი ჩაატარა" - ბელინგემი "ოქროს ბურთის" დაჯილდოვებაზე

AutoSharing Option
2023 წლის "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიალზე გასული სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდება მადრიდის "რეალის" ვარსკვლავ ჯუდ ბელინგემს მიანიჭეს.

ამ პრიზის დასაკუთრების შემდეგ ინგლისელმა შემდეგი თქვა:

"მსოფლიო ჩემპიონატის წელიწადი იყო და ლიონელ მესიმ ფანტასტიკური მუნდიალი ჩაატარა. ის იმსახურებს "ოქროს ბურთის" მოგებას.

მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ, ვინც "ბირმინგემიდან" "დორტმუნდამდე" გვერდში მედექით და ახლა ამას "რეალში" აკეთებთ. წინ ბევრი რამ გველოდება", - თქვა ბელინგემმა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ისეთი მს. ჩემპიონატი ჩაატარა ლეომ, რო ყველა ყველაფერი გადაწონა! არგენტინის ნაკრების არცერთ მოთამაშეს არ ვუკარგავთ, იმ შემართებას რაც გვანახეს, მაგრამ მაინც მთავარი მამოძრავებელი ძალა, რა თქმა უნდა ლეო მესი იყო! ეხლა როგორც წესი ჩასაფრებულების არმიამ წამოყო თავი (როლანდოსი, რომლებიც ჰალანდს უჭერდნენ მხარს" ოღონდაც მესი არა") და ისევ დაიწყეს დავა: ეკუთვნის თუ არა, ასეთებს შევახსენებ: დ ი ა ხ ა ც ე კ უ თ ვ ნ ი ს!!! თანაც დამსახურებულად! რადგანაც, ლეომ მაგარი სანახაობა შემოგვთავაზა! ფეხბურთი მარტო გოლების გატანა არაა, გოლების გატანასთან ერთად ლამაზი ფეხბურთიც უნდა აჩვენოს ფეხბურთელმა, ასეთი კი ლეო მესია! ისე რო ნუღარ იწუხებთ თავს, ყველაფერი დამტკიცებულია, მოიგო საუკეთესომ!!!!!!!!!!!!!
ლაშა
01 ნოემბერი 2023 00:22
1
მარტინესი არ მდგარიყო კარში მაგასაც ვნახავდით რა ფანტასტიკური იყო
ნოდო
31 ოქტომბერი 2023 14:56
17
მართალი ხარ, ნოდო, მარტინესის ნაცვლად გიორგი ლომაია რომ ჰყოლოდა, დაცვაშიც ოტამენდის ნაცვლად საბა კვირკველია, ნახევარდაცვაში კიდევ აბურჯანია, მუნდიალზეც ვერ გავიდოდნენ. ვინ ჩემი ფეხებია მესი, უბრალოდ გაუმართლა რომ არგენტინელია და ბევრი კარგი თანაგუნდელი ჰყავს. ისე შენ ჯობია ფარიკაობას უყურო ხოლმე. იქ ვინც იგებს, თვითონ იგებს, არავიზე არაა დამოკიდებული.
qomagi
05 დეკემბერი 2023 11:25
0
მარტინესი რომ არ მდგარიყო და დიმარიას არ ეთამაშა კარგად არაფერი გამოვიდოდა,და 80 წუთი რომ კარშიც არ დაურტყამს საფრანგეთს არა უშავს?
მმმმმ
31 ოქტომბერი 2023 20:26
0
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული