ნახევარმცველმა როდრიგომ "რეალთან" ხელშეკრულება 2028 წლის ზაფხულამდე გააგრძელა, - ამის თაობაზე მადრიდული კლუბი თავისი საიტით იტყობინება.
22 წლის ბრაზილიელის გამოსასყიდი ფასი 1 მილიარდი ევრო იქნება.
ის "რეალში" 2019 წლიდან თამაშობს და მის რიგებში 179 მატჩში 39 გოლი გაიტანა.