არაუხომ "ბარსელონას" "სოსიედადთან" გამარჯვება 90+2-ე წუთზე მოუპოვა

AutoSharing Option
ლა ლიგის მეთორმეტე ტურში „ბარსელონამ“ გასვლაზე „სოსიედადი“ 1:0 დაამარცხა.

ბასკური გუნდი აშკარად უკეთ გამოიყურებოდა და ძნელი გასახსენებელია „ბარსა“ ბოლოს ასე როდის დაიჯაბნა. "სოსიედადმა" პირველ ტაიმში ორი კარგი მომენტი ვერ გამოიყენა. 66-ე წუთზე ოიარსაბალი სტუმართა საჯარიმოში კუნდესთან ბურთზე ბრძოლისას წაიქცა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. შემდეგ ბარენეჩეას დარტყმული ბურთი მეკარე ტერ შტეგენმა გაჭირვებით მოიგერია. ბოლოს კატალონიური გუნდი გააქტიურდა, არაუხოსა და გავის გატანა მეკარე რემირომ არ დაანება, კომპენსირებულ დროში კი გიუნდოგანის პასით არაუხომ თავით გამარჯვების გოლი გაიტანა.

პრიმერაზე 31 ქულით ლიდერი "ჟირონაა",
მეორე ადგილზე 28 ქულით "რელია", რომელიც დღეს "რაიო ვალეკანოს" მასპინძლობს, ხოლო მესამეზე 27 ქულით "ბარსელონაა".

„ბარსელონა“ მომდევნო შეხვედრას 7 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგაზე ჰამბურგში „შახტართან“ ჩაატარებს.

სან-სებასტიანი. „რეალე არენა“. 37 555 მაყურებელი
სოსიედადი - ბარსელონა 0:1
გოლი: არაუხო (90+2)

მკითხველის კომენტარები / 1 /
წასაგებად ცოდვა იყო,რეალ სოსიედადი.ძალიან სჯობდნენ.
სოსო
14:08 05-11-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული