მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ შეიძლება "რეალთან" თანამშრომლობა გააგრძელოს.
Relevo-ს მტკიცებით, "სამეფო კლუბის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ანჩელოტისთან 2024 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის განახლებას სერიოზულად განიხილავს.
64 წლის ანჩელოტის შეიძლება ორწლიანი ან 1+1 სისტემის ხელშეკრულება შესთავაზონ და ბრაზილიის ნაკრების სათავეში ჩადგომა გადააფიქრებინონ.
ანჩელოტიმ "რეალი" 2021 წელს ჩაიბარა - ახლა გუნდი ლა ლიგაზე მეორე ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგაზე კი ჯგუფის ლიდერია.
ანჩელოტიმ "რეალი" 2021 წელს ჩაიბარა - ახლა გუნდი ლა ლიგაზე მეორე ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგაზე კი ჯგუფის ლიდერია.