გავის ტრავმის გამო "ბარსელონა" დაახლოებით 5 მილიონ ევროს მიიღებს

AutoSharing Option
Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბარსელონა" გუნდის ნახევარმცველის, გავის ტრავმის გამო ფიფასგან დაახლოებით 5 მილიონ ევროს მიიღებს.

მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირებაში ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და მისთვის ეს სეზონი დასრულებულია.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს აქვს მოთამაშეთა დაცვის პროგრამა, რომლის მიხედვითაც, თუ ფეხბურთელს 28 ან მეტი დღე გაუცდება, ფიფა გადაიხდის 20,548 ევროს ყოველი დღისთვის.

"ბარსელონას" მიერ ორშაბათს გამოქვეყნებული სამედიცინო დასკვნა მიუთითებს, რომ გამოჯანმრთელების პროცესი შეიძლება გაგრძელდეს ცხრა თვემდე, რაც პოტენციურად გამოიწვევს, რომ თანხამ შესაძლოა, 5 მილიონი ევრო შეადგინოს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
დღეში 20548 ევროს ცხრა თვეზე გადაანგარიშებით, 5 ათასი რა გზით გამოჰყავთ ძალიან საინტერესოა. :)))
გურულო
21 ნოემბერი 2023 21:27
2
ნუ წერაკითხვის არმცოდნე ჟურნალისტი და ანალოგიური "მახვილგონივრული"დასკვნების გამომტანი მკითხველები. . .
ნაპოლეონი
21 ნოემბერი 2023 13:21
0
აბა რა არ მოგეწონა ჩემს მახვილგონივრობაში
გიორგიპირველი
21 ნოემბერი 2023 13:50
1
20,548 ევროს დღეში თუ ცხრა თვეზე გაამრავლებ, ხუთი მილიონი კი არა, ხუთიათასხუთასი გამოვა დაახლოებით. დიდი ეჭვი მაქვს, დღეში 20,548 ევროს კი არა, 20548 ევროს იხდიან.
გიორგიპირველი
21 ნოემბერი 2023 12:47
4

სიახლეები პოპულარული