გავის საქართველოსთან მატჩი ცუდად დაამახსოვრდება - ის 2025 წლამდე ნაკრებში ვეღარ ითამაშებს

AutoSharing Option
AS-ის ცნობით, "ბარსელონას" ტრავმირებული ნახევარმცველი გავი, რომელმაც ჯვარედინი იოგები საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირებაში გაიწყვიტა, ესპანეთის ნაკრებს 2025 წლის მარტამდე ვერ დაეხმარება.

19 წლის ფეხბურთელი ევრო 2024-სა და ოლიმპიურ თამაშებს გამოტოვებს, მიმდინარე სეზონში ვეღარ იასპარეზებს და "ფურია როხას" მისი იმედი მხოლოდ 2026 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ექნება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ანუ ეს ლოჩოშვილმა რო მიცა მაგის შედეგია?:))) ხო მასპინძლებთან რომ გადაინსერეს თავზე 7-1 ერთზე დროგის ცხენებივით რო გარბოდნენ მერვე გოლის გასატანათ მაგის ბრალია. რატო კიდე ნახევარს არ დაამტვრიეს ფეხები ეგ მიკვირს თთორე
დინამიტი
20:45 22-11-2023
21
მეც ძალიან ცუდად დამამახსოვრდა 1981 წლის სექტემბერში, თბილისის დინამოს ამხანაგური მატჩი მადრიდის რეალთან, მადრიდის ოთხთა ტურნირში, სადაც მიგელ ანხელმა ფეხი მოსტეხა დავით ყიფიანს ( მანამდე ანხელმა ტრამვა მიაყენა მარიო კემპესს),ამ საბედისწერო ტრამვით დაიწყო ზენიტში მყოფი თბილისის დინამოს და საერთოდ ქართული ფეხბურთის დაცემა, თებერვალში ყიფიანმა თავი დაანება ფეხბურთს და თბილისის დინამო აირია, წავაგეთ ორივე მატჩი თასების თასზე ბელგიის სტანდარტთან და ცუდი შედეგი ვაჩვენეთ საკავშირო ჩემპიონატშიც. ამ ტრამვასთან დაკავშირებით, ბასკმა პროფესორმა შაბიერ კინტანამ თბილისში ვიზიტისას განაცხადა ეს ტრამვა შემთხვევითი არ არისო ასე, რომ ბოდიში ვის აქვს მოსახდელი ეს კიდევ საკითხავია.
ჟორა
20:30 22-11-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული