სათადარიგო იაკობიშვილი და "ბარსას" ფრე "რაიო ვალეკანოსთან"

AutoSharing Option
ლა ლიგის მეთოთხმეტე ტურში „რაიო ვალეკანომ“ და „ბარსელომამ“ ქულები გაიყვეს - 1:1.

ტრავმირებული ტერ შტეგენის ნაცვლად „ბარსას“ კარს პენია იცავდა, სათადარიგო კი იაკობიშვილი იყო. მასპინძლები პირველ ტაიმში ლოპესმა დააწინაურა. შესვენების შემდეგ კატალონიურმა გუნდმა დიდი ძალებით შეუტია, პედრის თავური მიზანს ასცდა, რაფინიას დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, ხოლო ბალდეს ლევანდოვსკიზე ჩაწოდებული ბურთი ლეჟანმა საკუთარ კარში ჩაჭრა.

Sportall.Ge

„ბარსელონა“ 31 ქულით მესამე ადგილზეა და შემდეგ მატჩს 29 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგაზე სახლში „პორტუსთან“ ჩაატარებს.

მადრიდი. „კამპო დე ვალეკასი“

რაიო ვალეკანო - ბარსელონა 1:1
გოლები: 1:0
ლოპესი (39), 1:1 ლეჟანი (82, საკ. კარში)
მკითხველის კომენტარები / 6 /
ეეჰ? სადღაა ის ბარსელონა? ვარსკვლავებით გადაჭედილი გუნდი? მესის ბარსა მენატრება! ეხლა? შეხედავ და სულ სხვა გუნდს უყურებ, უბრალოდ ფორმა აცვიათ ბარსასი, მეტი აღარაფერი!
ნოსტალგია შემომაწვა.
20:41 25-11-2023
0
ძაღლის ბედი აქვს ამ პუტანებს. ლეჟან! შეგირცხვა ეგ თავი შენ!
გიგა
20:32 25-11-2023
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული