სასტარტოდან თამაში ბრაიმს უნდა დაეწყო, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და მწვრთნელმა ანჩელოტიმ მის ნაცვლად ძირითადში როდრიგო დააყენა, რომელმაც დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა. მან კლუბში ბოლო 3 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
ბელინგემმაც გაიტანა, რომელიც 11 გოლით პრიმერას ბომბარდირია. მის ანგარიშზე "სამეფო გუნდში" ყველა ტურნირზე 15 მატჩში 14 გოლია.
„რეალი“ 35 ქულით პირველ ადგილზეა, უახლოეს მდევარ „ჟირონას“ 1 ქულით უსწრებს და შემდეგ შეხვედრას 30 ნოემბერს სახლში ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლისთან“ ჩაატარებს. „ჟირონა“
კადისი. „ნუევო მირანდილია“. 20 325 მაყურებელი
კადისი - რეალი 0:3
გოლები: 0:1 როდრიგო (14), 0:2 როდრიგო 64), 0:3 ბელინგემი (74)