"ბარსელონას" ყოფილმა პრეზიდენტმა ჟოან გასპარმა გაამხილა, რომ "რეალს" ვერ იტანს.
"რეალს" "ესპანიოლზე" გაცილებით მეტად ვერ ვიტან, რომლის მიმართ არავითარი სიძულვილი არ მაქვს. მინდა, "ესპანიოლი" პრიმერაში დაბრუნდეს, "რეალი" კი სეგუნდაში დაქვეითდეს", - განაცხადა გასპარმა "ბარსელონას" რადიოს ეთერში.
გასპარი "ბარსელონას" პრეზიდენტი 2000-2003 წლებში იყო.