„რეალი“ 42 ქულით პირველ ადგილზეა და 22 დეკემბერს გასვლაზე „ალავესს“ დაუპირისპირდება. თუმცა „ჟირონას“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და ლიდერობის დაბრუნება შეუძლია.
ბელინგემმა „რეალში“ ყველა ტურნირზე 20 მატჩში 17 გოლი გაიტანა - ის 13 გოლით პრიმერას ბომბარდირია.
„სამეფო გუნდის“ მცველმა ალაბამ პირველ ტაიმში მუხლის ტრავმა მიიღო და შეცვალეს.
მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 70 500 მაყურებელი
რეალი - ვილიარეალი 4:1
გოლები: 1:0 ბელინგემი (25), 2:0 როდრიგო (37), 2:1 მორალესი (54), 3:1 ბრაიმ
დიასი (64), 4:1 მოდრიჩი (68)