"ჟირონას" უკრაინელი თავდამსხმელის ფასი გაიზარდა და შეიძლება პრემიერლიგის გუნდში გადავიდეს

AutoSharing Option
ლა ლიგაში "ჟირონას" წარმატებულ ასპარეზობაში დიდი წვლილი უკრაინელ ლეგიონერებს ვიქტორ ციგანკოვსა და არტიომ დოვბიკს შეაქვთ. განსაკუთრებით 26 წლის თავდამსხმელი დოვბიკი გამოირჩევა, რომელმაც 17 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

შესაბამისად მისმა სატრანსფერო ფასმაც მოიმატა - 23 მილიონი ევროდან 25 მილიონამდე.

Fichajes-ის ცნობით, დოვბიკის სამსახურით "ვესტ ჰემი", "ფულჰემი" და "ასტონ ვილა" დაინტერესდნენ და არაა გამორიცხული, კარიერა პრემიერლიგაში გააგრძელოს, თუმცა ჯერ მოლაპარაკებები არც ერთ კლუბთან არ დაწყებულა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
კი, სერიოზული დონის ცენტრფირვარდია
გენა
09:47 25-12-2023
0
მაგარი ბიჭია! ტიპიური ცენტრ-ფორვრდი! ფიზიკურად ძალიან ძლიერია. შანსი აქვს, გოლების მანქანა გახდეს.
ციციკორე
00:25 25-12-2023
0

სიახლეები პოპულარული