4:3. "ჟირონას" ზღაპარი გრძელდება - "ატლეტიკოს" მორატას ჰეთ-თრიქმაც ვერ უშველა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-19 ტურში „ჟირონამ“ სახლში „ატლეტიკო“ 4:3 დაამარცხა.

მატჩი საოცრად ლამაზი სანახავი გამოდგა. სტუმრები მდევრის როლში იყვნენ, ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ კომპენსირებულ დროში მარტინმა დიდებული გოლით კატალონიელებს გამარჯვება მოუტანა.

მადრიდული გუნდის თავდამსხმელმა მორატამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, მიმდინარე ტურნირზე მეთორმეტე გოლი გაიტანა და მხოლოდ ბელინგემს ჩამორჩება, რომლის ანგარიშზე 13 გოლია.

„ჟირონა“ „რეალთან“ ერთად ლიდერია, ხოლო „ატლეტიკო“ მესამე ადგილზეა.

„ჟირონას“ ორი გასვლითი მატჩი ელის - 6 იანვარს თასზე „ელჩესთან“ და 14 იანვარს პრიმერაზე „ალმერიასთან“. „ატლეტიკოსაც“ მომავალი ორი შეხვედრის სტუმრად ჩატარება მოუწევს - 6 იანვარს
თასზე „ლუგოსთან“ და 10 იანვარს ჩემპიონატზე „რეალთან“.

ჟირონა. „მონტილივი“. 13 804 მაყურებელი
ჟირონა - ატლეტიკო 4:3
გოლები: 1:0 ვალერი (2), 1:1 მორატა (14), 2:1 სავიო (26), 3:1 ბლინდი (39), 3:2 მორატა (44), 3:3 მორატა (54), 4:3 მარტინი (90+2)

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩემი მხურვალე გულშემატკივრობა ჟირონას!!!
bebe
11:16 05-01-2024
0
ყოჩაღ ჟირონა! ამ სეზონში ბარსელონას ლენჩ ფეხბურთელებს, ყველანაირად ჯობია ჟირონას მებრძოლი ბიჭები.
ბრავო!
11:44 04-01-2024
1

სიახლეები პოპულარული