იაკობიშვილის დებიუტი, დოვბიკის ჰეთ-თრიკი - "ჟირონამ" ლიდერობა დაიბრუნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 21-ე ტურში „ჟირონამ“ საკუთარ მოედანზე „სევილია“ 5:1 დაამარცხა.

სტუმრები რომერომ დააწინაურა, რის შემდეგაც უკრაინელმა დოვბიკმა ექვსწუთიან ინტერვალში ჰეთ-თრიკი შეასრულა. 30-ე წუთზე მასპინძელთა გუნდის ცენტრალურმა მცველმა ხუანპემ ტრავმა მიიღო და 19 წლის ანტალ იაკობიშვილმა (სიმაღლე 193 სმ) შეცვალა, რომელიც უნგრეთის მოქალაქეა და პრიმერაზე მისი დებიუტი შედგა. ის „ბარსელონას“ 17 წლის მეკარის, არონ იაკობიშვილის ძმაა.

ანტალმა ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა - Flashscore 7.5, Sofascore 7.3, Whoscored 7.2.

შესვენების შემდეგ ანდალუსიელთა კარი მეორე უკრაინელმა ლეგიონერმა ციგანკოვმა დალაშქრა, ბოლოს - შეცვლაზე
შესულმა ვეტერანმა სტუანიმაც და კატალონიურმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

„ჟირონა“ 52 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „რეალს“ 1 ქულით უსწრებს, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და 24 იანვარს გასვლაზე თასზე „მალიორკას“ დაუპირისპირდება.

ჟირონა. „მონტილივი“
ჟირონა - სევილია 5:1
გოლები: 0:1 რომერო (10), 1:1 დოვბიკი (13), 2:1 დოვბიკი (15), 3:1 დოვბიკი (19), 4:1 ციგანკოვი (57), 5:1 სტუანი (89)

მკითხველის კომენტარები / 16 /
ძალიან ჭკვიანი ბიჭი ჩანს, მოედნის ხედვაც და პასიც კარგი აქვს. 19 წლის მცველისთვის იდეალური დებიუტი ჰქონდა. სამწუხაროა რომ საქართველოს მოქალაქე არ არის
მამუკა
22 იანვარი 2024 03:48
0
დოვბიკის სტილის ფეხბურთელი გამოგვადგებოდა ნამკრებში. შორიდან კარგად ურტყამს. თავითაც გააქვს გოლები.
ქ. გ.
22 იანვარი 2024 08:49
4
არ ვიცი ვინ სადაურად თვლის, ან თვითონ სადაურად თვლიან თავს, მაგრამ ორივე ძმას რომ შეხედავ კარგი ქარველის იერი და შესახედაობა აქვს. ისიც მეტყველებს მათ ქართულ ფესვებზე, რომ მიუხედავად უცხოელებისთვის რთულად წარმოთქმისა, გვარი ქართული დაბოლოებით აქვთ შენარჩუნებული, რაც ძაან დასაფასებელია, ოვი ან რამე მსგავსით არ შეუცვლიათ! წარმატებები კარიერაშიც და ცხოვრებაშიც ბიჭებო, რომელი ნაკრებიც არ უნდა აირჩიოთ!
პ.ს. არ უსმინოთ ამ ჭკუასუსტ ბოტებს, ნებისმიერ სტატიაზე ბოღმა კომენტარებისთვის რომ იღებენ გასამრჯელოს, ოღონდ დაპირისპირება დათესონ!
!
23 იანვარი 2024 00:19
2
ამ ბავშვზე ძალიან თავს ნუ იკლავთ ნიუსებით. მანდ გვარი არაფერს თამაშობს, არჩევანი რომ ექნება უეჭველი ან ისრაელს ან უნგრეთს აირჩევს, ჩვენი სადარდებელი არაა.
ირაკლი
22 იანვარი 2024 17:10
0
არა, ქობულეთის შუქურას ამჯობინებს.
ბადრი
22 იანვარი 2024 20:45
1
ქოცცი, გულთან ახლოს არ მიიტანოთ. მირანჩუკიც გაიტანს ატალანტაში.
ციციკორე
22 იანვარი 2024 02:07
41
24-4 ნაცებო და ქოცებო გაქრით ერთ დღეს
rembo
22 იანვარი 2024 10:00
1
ქეციანი ქოცთან რა მოსატანია.აი ვინ ხარ.სამარცხვინოდ აყროლებ ამ სუფთა სპორტულ საიტს.
ვაჰმე
22 იანვარი 2024 10:50
0
უკრაინელებს უბრწყინიათ და იაკობაშვილი რა შუაშია?
დავითი
22 იანვარი 2024 06:16
36
წაკითხულიდან აზრი რომ ვერ გამოგაქვს, გასაგებია და ამიტომ, დაგეხმარები.
იაკობაშვილი იმ შუაშია, რომ დებიუტი ჰქონდა და ესაა აღნიშნული სტატიაში.
ქართველი მკითხველისთვის კი, იაკობაშვილის დებიუტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იმ უკრაინელის ჰეთ-თრიკი.
დავითი-ს
22 იანვარი 2024 10:07
2
დებიუტი ქონდაო ძმა
roma bejanidze
22 იანვარი 2024 09:19
0
ყველა გამოხმაურება
ქართულ ყაიდის მქონე ებრაელია და არავის უნდა გაუკვირდეს, რომ უნგრეთის თუ არა ისრაელის ნაკრებში ითამაშოს.
პაატა
22 იანვარი 2024 16:25
0
ნეტავი რას ბახი ბუხობენ, ანტალი და არონი ისეთი ქართველები არიან როგორიც მე ფილიპინელი :) :)
ვითომ
22 იანვარი 2024 20:22
2
სანიოლს კვერკველია მოსწონს, ვეჭვობ, რომ ფედერაციის კარნახით
22 იანვარი 2024 18:00
1
ეს ფედერაციამ კი არა თვითონ კვირკველიამ უნდა გააკეთოს თუ ბოლომდე არ დაკარგა ნამუსი.
ჟორა
22 იანვარი 2024 21:48
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული