განაწყენება ანჩელოტიზე - გულერი, სავარაუდოდ, იჯარით წავა

AutoSharing Option
Sport.es-ი წერს, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "რეალს" თურქი ნახევარმცველი არდა გულერი დატოვებს.

ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, 18 წლის ფეხბურთელი იჯარის წესით სეზონის ბოლომდე რომელიმე გუნდს მიაშურებს.

ახალგაზრდა შუახაზელს მადრიდელთა მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტისთან ურთიერთობა დაეძაბა. ის ლა ლიგის 21-ე ტურის მატჩში "ალმერიასთან" იტალიელმა გასახურებლად გაუშვა, თუმცა მოედანზე არ გამოიყვანა, რის გამოც თურქმა წყენა და გაბრაზება საჯაროდ დააფიქსირა.

არდა "რეალში" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გადავიდა და ტრავმების გამო მხოლოდ 67 წუთი ითამაშა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
თავხედი ლაწირაკი.18 წლის რო რო ასე მოიქცევა, მერე რაღას იზამს? ასე იცის ზედმეტმა გაბლატავებამ და ბევრს ეხება ეს...
გია
20:06 24-01-2024
3
Am patara bichs ego dagupavs...
L.J .
14:19 24-01-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული