ორივე კატალონიური გუნდი თასიდან გამოვარდა

AutoSharing Option
ესპანეთის თასის მეოთხედფინალში „ბარსელონა“ სტუმრად „ბილბაოსთან“ 2:4 დამარცხდა.

მასპინძლები 36-ე წამზე გურუსეტამ დააწინაურა, რის შემდეგაც აგირესაბალას კარი ლევანდოვსკიმ და იამალმა დალაშქრეს და კატალონიურმა გუნდმა პირველი ტაიმი 2:1 მოიგო. შესვენების შემდეგ სანსეტმა ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, დამატებით დროში კი პენიას ი. ვილიამსმა და ნ. ვილიამსმა გაუტანეს და ბასკები ნახევარფინალში გავიდნენ.

ლევანდოვსკიმ ბოლო 6 მატჩში 4 გოლი გაიტანა - მის ანგარიშზე „ბარსაში“ 74 შეხვედრაში 45 გოლია.

ბილბაო. „სან მამესი“
ბილბაო - ბარსელონა 4:2 (ძირ. დრო 2:2)
გოლები: 1:0 გურუსეტა
(1), 1:1 ლევანდოვსკი (26), 1:2 იამალი (32), 2:2 სანსეტი (49), 3:2 ი. ვილიამსი (107), ნ. ვილიამსი (120+1)

„ჟირონა“ მოულოდნელად გასვლაზე 2:3 დამარცხდა „მალიორკასთან“, რომელიც 67-ე წუთიდან რიცხობრივ უმცირესობაში იმყოფებოდა - ამით შეწყდა ყველა ტურნირზე „ჟირონას“ 17-მატჩიანი წაუგებელი სერია (14 მოგება, 3 ფრე).

ადრე ნახევარფინალის საგზური "სოსიედადმა" მოიპოვა. დღეს „ატლეტიკო“ „სევილიას“ უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
გამისწორდა პუტანკების გამოვარდნა! ჩავი, შეაჯექი აქლემს და აუცვი არაბეთისკენ!
გიგა
11:29 25-01-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული