ტრანსფერი: "ატლეტიკომ" 22 მილიონ ევროდ ბელგიელი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკომ" გვაუწყა, რომ "ანტვერპენიდან" 18 წლის ნახევარმცველი არტურ ვერმეერენი შეიძინა და მას 2030 წლის 30 ივნისამდე გაუფორმა კონტრაქტი.

"როხიბლანკოს" ეს გარიგება 22 მილიონი ევრო დაუჯდა. ვერმეერენი "ანტვერპენის" ძირითად გუნდში 2022 წლის ოქტომბრიდან თამაშობდა.

მან ჯამში 66 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 3 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული