დუბლი 33 წლის თავდამსხმელმა ხოსელუმ შეასრულა, რომელმაც ჩემპიონატზე ოქტომბრის შემდეგ პირველად გაიტანა.
„რეალის“ ვეტერანმა ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა, რომელიც კარიერის დასრულებას აპირებს, შეუცვლელად ითამაშა.
"სამეფო გუნდის" ფეხბურთელმა ანტონიო რიუდიგერმა მუხლის ტრავმა მიიღო და შესვენებაზე შეცვალეს. ახლა მადრიდელებს მწყობრში მხოლოდ ერთი ცენტრალური მცველი ჰყავთ - ნაჩო.
„რეალმა“ პრიმერაზე ზედიზედ 6 გამარჯვება მოიპოვა, 57 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან „ჟირონას“ 2 ქულით უსწრებს და 5 თებერვალს „ატლეტიკოს“ უმასპინძლებს.
ხეტაფე. „ალფონსო პერესი“. 15 264 მაყურებელი
ხეტაფე - რეალი 0:2
გოლები: 0:1 ხოსელუ (14), 0:2 ხოსელუ (56)