ვინისიუსმა გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, ბელინგემმა დუბლი შეასრულა, ხოსელუმ კი პენალტი ვერ გამოიყენა.
„რეალი“ ჩემპიონატზე ბოლო 18 მატჩში დაუმარცხებელია, 61 ქულით ლიდერია და შემდეგ შეხვედრას 14 თებერვალს ჩემპიონთა ლიგაზე გერმანიაში „ლაიფციგთან“ გამართავს.
„ჟირონა“ 56 ქულით მეორე ადგილზეა და 20 თებერვალს გასვლაზე „ბილბაოს“ დაუპირისპირდება.
მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“
რეალი - ჟირონა 4:0
გოლები: 1:0 ვინისიუსი (6), 2:0 ბელინგემი (35), 3:0 ბელინგემი (54), 4:0 როდრიგო (61)
გამოუყენებელი პენალტი: ხოსელუ