კონტრაქტი გაფორმებულია - მბაპე 1-ელ ივლისს "რეალის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

AutoSharing Option
ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, კილიან მბაპემ მადრიდის "რეალთან" წინასწარი, 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ეს 2 კვირის წინ მოხდა.

პსჟ-ის 25 წლის ფორვარდი "სამეფო გუნდს" 1-ელი ივლისიდან შეუერთდება, როდესაც თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს.

ის "ბლანკოსის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება, გადასახადებისა და ბონუსების გარეშე კი სეზონში 15-დან 20 მილიონ ევრომდე გამოიმუშავებს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში მბაპე პარიზულ გუნდში 32 მილიონ ევროს შოულობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელფასი გვარიანად შეუმცირდება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
!!!-ს

მადრიდის რეალს ნუ აურევთ პსჟ-ში. რეალი მწვერვალია ფეხბურთის და ვერავინ ვერასოდეს მოიჭრის საკუთარ თარგზე მადრიდის რეალს. ამას ყველა აცნობიერებს სანტიაგო ბერნაბეუზე. მაგ კლუბში ისეთ დიდ ვარსკვალავებს უთამაშიათ არავის თავში არაფერი აუარდება. პსჟე ახალი გრანდია ასე ვთქვათ. ამ ორ კლუბს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. ჩემი აზრით რეალი მიდის იმ გზაზე რაც უკვე ქონდა მას ადრე და რასაც ''დრიმ თიმის'' გუნდი ერქვა. ძალიან ძლიარდება რეალი.
G.LA
20 თებერვალი 2024 06:11
0
კილიანი, ბელინგემი, ვინისიუსი, პირველობისთვის დაჭამენ ერთმანეთს, რადგანაც ყველას თავისებური ამბიციები გააჩნიათ. მაგ: პესჟეშიც თავმოყრილნი იყვნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც იყვნენ: მესი, კილიანი და ნეიმარი, თითოეული ცდილობდა თავიანთი ოსტატობა ეჩვენებინა, მაგრამ მაინც ის ერთიანობა არ იყო, რაც უნდა ქონოდათ. ასე იქნება რეალის შემთხვევაშიც. ერთი სიტყვით კილიანის მოსვლის მერე,გუნდი აიჭრება და აირევა! ვნახოთ.
!!!
19 თებერვალი 2024 20:18
9
მაგიტომაც დატოვა პერესმა ანჩელოტი რომ გასახდელის მართვა იდეალურად შეუძლია
მამუკა
19 თებერვალი 2024 23:23
0
სამაგიეროდ დაახლოებით 100 მილიონს მიიღებს ერთიანად კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ ))
dato
19 თებერვალი 2024 19:29
0
ისეთ გუნდში გადადის..ხელფასიც უნდა დათმოს..თავისი შრომით რაც გამოიმუშავა..90 წლების ყბელა ნაკრების ბიუჯეტს უდრის..ასე რომ თუ გაუმართლა..დიდებული კარიერა აწი ელის.მინდა კვარა მაგ მონსტრების გვერდით..მიდი ხვიჩა..საქართველო შენს გვერდითაა
კიეზა
19 თებერვალი 2024 18:06
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული