იტალიელი სპეციალისტის კანდიდატურა "ბლაუგრანას" პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას და სპორტულ დირექტორ დეკუს ძალიან მოსწონთ.
მოგეხსენებათ, კატალონიელთა ამჟამინდელი დამრიგებელი ხავი მიმდინარე სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს და ეს ინფორმაცია უკვე ოფიციალურია.
ერთადერთი პირობა, რამაც შესაძლოა დე ძერბის დანიშვნას ხელი შეუშალოს, ფინანსური საკითხია. იტალიელის საკუთარ გუნდში ხილვით "ლივერპულიც" ინტერესდება, მაგრამ "მერსისაიდელთა" პრიორიტეტი მაინც ხაბი ალონსოა.