ლა ლიგის 27-ე ტურში "ვალენსიასა" და "რეალის" მატჩი 2:2 დასრულდა. სტუმართა გუნდის ფეხბურთელმა ვინისიუსმა დუბლი შეასრულა. მის მიმართ მასპინძელთა გუნდის გულშემატკივრებს განსაკუთრებულად უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ, რაც კიდევ ერთხელ გამოხატეს.
ESPN Brazil-მა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც სტადიონზე ბავშვმა ვინისიუსს მაიმუნი უწოდა. ქალმა, რომელმაც ეს ვიდეო გადაიღო და რომელიც ბავშვის გვერდით იჯდა, თქვა, რომ ტრიბუნაზე პოლიცია გამოიძახეს. ამასთან დაკავშირებით ლა ლიგა გამოძიებას აწარმოებს.
"ღამურების" გულშემატკივრების გაერთიანებულმა ორგანიზაციამ Libertad VCF-მა 20 ათასი პოსტერი გაამზადა და არენაზე ხელში ეჭირათ, რომელზეც კლუბის პრეზიდენტ პიტერ ლიმს სახლში
წასვლისკენ მოუწოდებდნენ და ვინისიუსი პინოქიოს გამოსახულებით ეხატა.
ვალენსიას მერმა მარია ხოსე კატალამ ჟურნალისტ პაკო ლორეტის პოსტი გააზიარა: "მორიგი დაძაბული მატჩი. "მესტალია" დამარცხების ნახვას არ იმსახურებდა. "ვალენსია" გმირული იყო.
მადრიდელთა შვიდიანი პროვოკატორი, უხეში, კონფლიქტის მაძებარი და მეტოქის და მისი ქომაგების მიმართ გამომწვევია. სამარცხვინო საქციელია".