ლა ლიგის 28-ე ტურში „ბარსელონამ“ საკუთარ მოედანზე „მალიორკა“ 1:0 დაამარცხა.
პირველ ტაიმში გიუნდოგანმა პენალტი ვერ გამოიყენა, ულამაზესი გოლი კი მეორე ტაიმში იამალმა გაიტანა.
ტერ შტეგენმა „ბარსაში“ მე-400 მატჩი ჩაატარა, რაც ლეგიონერებს შორის მესამე შედეგია.
„ბარსელონა“ 61 ქულით მეორე ადგილზეა და 13 მარტს ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლის“ უმასპინძლებს.
ბარსელონა. „ოლიმპიკ ლიუის კომპანისი“
ბარსელონა - მალიორკა 1:0
გოლი: იამალი (73)
გამოუყენებელი პენალტი: გიუნდოგანი (24, ბარსელონა)