20 წლის ნახევარმცველმა არსენ ზახარიანმა „სოსიედადში“ პირველი გოლი გაიტანა. ეს ლა ლიგის 29-ე ტურში, სან-სებასტიანში „კადისთან“ მოგებულ მატჩში (2:0) მოხდა.
მასპინძლები პირველ ტაიმში მიკელ მერინომ დააწინაურა, ზახარიანი 66-ე წუთზე ტაკეფუსა კუბოს ნაცვლად შევიდა შეცვლაზე და 2 წუთში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ის ბასკურმა კლუბმა 2023 წლის ზაფხულში მოსკოვის "დინამოსგან" 13 მილიონ ევროდ (პლუს ბონუსები) შეიძინა და პირველი გოლი ყველა ტურნირზე ჩატარებულ 31-ე შეხვედრაში გაიტანა - აქამდე 1 საგოლე გადაცემა ჰქონდა გაკეთებული.
„სოსიედადი“ 46 ქულით მე-6 ადგილზეა და 31 მარტს სტუმრად „ალავესს“ დაუპირისპირდება.