ლა ლიგის 29-ე ტურში „ბარსელონამ“ გასვლაზე „ატლეტიკოს“ 3:0 სძლია.
ლევანდოვსკიმ გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.
- „ბარსამ“ „ატლეტიკოს“ ზედიზედ 5 მატჩი მოუგო - 4 მშრალი ანგარიშით.
- რაც ხავიმ ზაფხულში გუნდის დატოვების გადაწყვეტილების თაობაზე განაცხადა, მისმა შეგირდებმა ყველა ტურნირზე 7 შეხვედრა მოიგეს და 3 ფრედ დაასრულეს.
- ამით შეწყდა ჩემპიონატზე „ატლეტიკოს“ სახლში 25-მატჩიანი წაუგებელი სერია.
„ბარსელონა“ 64 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „რეალს“ 8 ქულით ჩამორჩება და 31 მარტს „ლას-პალმასს“ უმასპინძლებს.
ატლეტიკო - ბარსელონა 0:3
გოლები: 0:1 ფელიქსი (38), 0:2 ლევანდოვსკი (47), 0:3 ფერმინი (65)
გაძევება: მოლინა (90+2, ატლეტიკო)