ციგანკოვი "ჟირონასთან" კონტრაქტის გაგრძელებას არ ჩქარობს

AutoSharing Option
"ჟირონა" 26 წლის უკრაინელ ნახევარმცველ ვიკტორ ციგანკოვს კონტრაქტის გაუმჯობესებული პირობებით გახანგრძლივებას შესთავაზებს, - იტყობინება ჟურნალისტი იგორ ციგანიკი.

თავად ფეხბურთელმა საკითხის გადაწყვეტა ზაფხულისთვის გადადო, ვინაიდან იმედი აქვს, რომ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებულად ასპარეზობის შემთხვევაში, იმაზე უკეთესი წინადადებით მიმართავენ, ვიდრე კატალონიური კლუბი შესთავაზებს და კარიერის სხვა ქვეყანაში გაგრძელებასაც არ გამორიცხავს.

ციგანკოვს "ჟირონასთან" ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ამ სეზონში კი ყველა ტურნირზე კლუბში 28 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული