"რეალმა" საოცარ ელ კლასიკოში "ბარსას" სძლია და, ფაქტობრივად, ჩემპიონობა გაინაღდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 32-ე ტურში „რეალმა“ საკუთარ მოედანზე „ბარსელონა“ 3:2 დაამარცხა.

დებიუტში მასპინძელთა მეკარე ლუნინმა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე „მანჩესტერ სიტისთან“ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, ორი შეცდომა დაუშვა და კრისტენსენმა სტუმრები დააწინაურა. თუმცა ვინისიუსმა პენალტით ანგარიში გაათანაბრა. 29-ე წუთზე ლუნინმა იამალის დარტყმული ბურთი კარის ხაზიდან (ან კარს ხაზს შიგნიდან) გამოიტანა.

Sportall.Ge

თამაში საინტერესოდ, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და 69-ე წუთზე ფერმინმა „ბარსა“ წინ გაიყვანა. და ისევ მალევე აღადგინეს მადრიდელებმა ვასკესის გოლით თანაფარდობა. ცოტა ხანში პირისპირ გასულ ვინისიუსს გატანა მეკარე ტერ შტეგენმა არ დაანება, ხოლო კომპენსირებულ
დროში ბელინგემმა გაუტანა და „სამეფო გუნდს“ გამარჯვება და ალბათ, ოქროს მედლები მოუპოვა.

„რეალი“ 81 ქულით ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 26 აპრილს სან-სებასტიანში „სოსიედადთან“ ჩაატარებს. „ბარსა“ 70 ქულით მეორე ადგილზეა და 29 აპრილს „ვალენსიას“ მიიღებს.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 77 981 მაყურებელი
რეალი - ბარსელონა 3:2
გოლები: 0:1 კრისტენსენი (6), 1:1 ვინისიუსი (18), 1:2 ფერმინი (69), 2:2 ვასკესი (73), 3:2 ბელინგემი (90+1)

მკითხველის კომენტარები / 19 /
მსაჯრიდის რეალი.
გულშემატკივარი
22 აპრილი 2024 10:17
29
ამ უკრაინელ ლუნინს მარგველაშვილივით არ გაუმართლა წითისოფელში?!
ლაშა
22 აპრილი 2024 07:21
6
ისე, იამალი რანაირად გახდა man of the match, ლუკას ვასკესმა პენალი მოიპოვა, მერე თვითონ გაიტანა მეორე გოლი და მესამე გოლის დროს ასისტიც მაგან გააკეთა :)))
IIIII
22 აპრილი 2024 19:31
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული