მოდრიჩის საიუბილეო - ლუკას მორიგი მიღწევა "რეალში"

AutoSharing Option
ლა ლიგის 33-ე ტურში "რეალმა" გასვლაზე "სოსიედადი" არდა გულერის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა.

ძირითად შემადგენლობაში იყო და 84-ე წუთამდე ითამაშა მადრიდელთა ლეგენდა ლუკა მოდრიჩმა, რომლისთვისაც ეს "სამეფო გუნდის" მაისურით ისტორიული 350-ე გამარჯვება აღმოჩნდა.

ხორვატს ამისთვის ჯამში ყველა ტურნირზე 526 შეხვედრა დასჭირდა, სადაც 39 გოლი გაიტანა და 84 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.

მოდრიჩი "რეალს" 2012 წელს "ტოტენჰემიდან" 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული