კვარაცხელია თუ სიმონსი? - "ბარსელონას" შეტევაში ახალი ვარიანტი აქვს

AutoSharing Option
Football Transfers-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" პსჟ-ის საკუთრებაში მყოფი და ამჟამად "ლაიფციგში" იჯარით მოთამაშე ხავი სიმონსის დამატება სურს.

21 წლის ნიდერლანდელი უნივერსალია და მას ვინგერად, ან 10 ნომრად შეუძლია თამაში. სიმონსი "ბლაუგრანას" აღზრდილია, შემდეგ პარიზულ გუნდში გადაბარგდა და ახლა კატალონიურ გრანდში დაბრუნების წინააღმდეგი არაა.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ პოზიციაზე "ბარსელონას" ხვიჩა კვარაცხელიასაც უკავშირებენ. ნიდერლანდელის სატრანსფერო ღირებულებად 80 მილიონი ევრო სახელდება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ევროპის ჩემპიონატის მერე გადაწყდება ბევრი რამე.. მანამდე ჭორაობაა..
berg
08 მაისი 2024 10:30
0
არც ერტის ფული აქვს ბარსელონას არც მეორის. ტყუილი ოცნებაა.
Dima
30 აპრილი 2024 18:16
6
მანდაც გამჭვირვალეობის კანონი მოქმედებს?
a a -ს
30 აპრილი 2024 21:14
3
პატივცემულო დიმა. შენთვის და კიდევ ბევრი შენნაირი ფლეშსკორზე მაყურებელი ფეხბურთსის გულშემატკივრებისთვის ვიტყვი ძალიან მოკლედ რო ბარსას ფული არ აქვს ამას პირდაპირი გაგებით ნუ იგებთ. წარმოუდგენელია და არც დიდი ეკონომიკის ცოდნაა საჭირო იმისთვის რო იცოდე რო ბარსასა ფული აქვს!!! წარმოუდგენელია ისეთ ბრენდს როგორიც ბარსაა ფული არ ქონდეს, აქვს მარა ვერ ხარჯავს უეფას და ლა ლიგის ფინანსური ფიერ ფლეის წესის დარღვევის გამო. ბართომეუმ რო თუნდაც გრიზმანი, დემბელე და კოუტინიოში ნახევარ მილიარდამდე დახარჯა დაარღვია მომდევნო 8-9 წლის ფიერ ფლეის ფინანსური კანონი, ეხლა ბარსა არის 1/6 წესში. ანუ შემოსავლების 1/6 ის დახარჯვა შეუძლია ტრანსფერებისთვის, ან ფეხბურთელი უნდა გაყიდოს. ამ წესის დაბალანსებას ცდილობს ბარსა ეხლა რო მინიმუმ 1/2 წესს მაინც დაუბრუნდეს რო შემოსავლების ნახევარი მაინც დახარჯოს. ისე რო იცოდე ბარსა ფულის საჭრელი მანქნაა და კვარას ყიდვა თუ მართლა უნდა სესხით იყიდის როგორც გრიზმანზე და დე იონგზე გააკეთეს.
a a
30 აპრილი 2024 19:49
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული