ლა ლიგის პრეზიდენტმა დაადასტურა - მბაპე ზაფხულში "რეალს" შეუერთდება!

AutoSharing Option
ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ კილიან მბაპე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "რეალში" გადავა.

"მბაპე ამ ზაფხულს "რეალის" ფეხბურთელი გახდება. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და თუ მადრიდელებთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, ჩემპიონთა ლიგის 5-ჯერ მოგების შანსი ექნებათ.

ფრანგის გარდა, მადრიდელებს ვინისიუსი და ბელინგემიც ეყოლებათ, რაც მათ მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს გუნდად აქცევთ, მაგრამ ეს ტიტულების მოგების გარანტია არაა", - უთხრა ტებასმა არგენტინულ Ole-ს.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული