ლაპორტა კატალონიელთა დამრიგებლის ბოლო განცხადებებით უკმაყოფილო და გაბრაზებულია, სადაც ის "ბლაუგრანას" ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობს.
ის კლუბის ბოლო მატჩს "ალმერიას" წინააღმდეგ არც დაესწრო და უკვე ახალი მწვრთნელის ძიებაშია.
ინფორმაციისთვის, ხავი რამდენიმე დღის წინ "ბარსელონას" ხელმძღვანელობას შეხვდა, სადაც თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ლაპორტამ გადაწყვეტილება შეცვალა.