უკვე ოფიციალურად - მბაპე "რეალის" ფეხბურთელია!

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების 25 წლის თავდამსხმელი კილიან მბაპე "რეალში" გადავიდა, - იტყობინება მადრიდული კლუბის საიტი, რომელსაც შემომსვლელთა განუსაზღვრელი რაოდენობის გამო ტექნიკური პრობლემა შეექმნა და დროებით მუშაობა შეწყვიტა.

თავისუფალი აგენტის სტატუსით მყოფმა მბაპემ "რეალთან" ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის "რეალში" გადაბარგებას გასულ წელს აპირებდა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და პსჟ-ში დარჩა.

მბაპე 308 მატჩში გატანილი 256 გოლით პსჟ-ის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია  და აგრეთვე მის ანგარიშზე 108 საგოლე გადაცემაა.

იქამდე ის "მონაკოში" თამაშობდა, რომლის რიგებში საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.

. კილიანი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული თავისუფალი აგენტი იყო - 180 მილიონი ევრო.
. "ბლანკოსში" მსოფლიოს 3
ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია - მბაპე, ჯუდ ბელინგემი და ვინისიუსი.
. "რეალის" ყოფილმა მცველმა მარსელომ დაწერა: "ჩემპიონთა ლიგის მე-16 ტიტული ახლოვდება".
. მეკარე ტიბო კურტუა მბაპეს მიესალმა: "კეთილი იყოს შენი მობრძანება მშობლიურ სახლში".

თავად კილიანმა განაცხადა, რომ ოცნება აუხდა და ვერავინ გაიგებს, როგორი აღელვებულია.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ვიღაც-ვიღაცეებს რა რთული პერიოდი ელოდებათ))))
დაჟე იმაზე უარესი რაც ეხლა უდგათ)))
მეგრელი
22:56 03-06-2024
5
არც მბაპეს და არც ვინისიუს არ აქვთ მყარი ნერვები, ესენი დაჭამენ ერთმანეთს და ეს პროექტი ვერ იქნება წარმაწებული - იმედია
უპს
23:24 03-06-2024
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული