"ვალენსიამ" 24 წლის თავდამსხმელ უგო დუროსთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა, - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი ავრცელებს.
დურომ განაცხადა, რომ გულშემატკივრებისა და თანაგუნდელებისგან სიყვარულს გრძნობს, ბედნიერია და "ღამურების" რიგებში კიდევ დიდხანს თამაშს იმედოვნებს.
გასულ სეზონში მან ყველა ტურნირზე 39 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.