პეპე შესაძლოა, ლა ლიგას დაუბრუნდეს

AutoSharing Option
Superdeporte-ის ინფორმაციით, 41 წლის პორტუგალიელი მცველი კეპლერ პეპე შესაძლოა, ლა ლიგას დაუბრუნდეს.

ვეტერან უკანახაზელს 1-წლიან კონტრაქტს ვიგოს "სელტა" სთავაზობს. პეპეს ყოფილი კლუბი "პორტო" გახლდათ, რომელიც ამ ზაფხულს დატოვა და თავისუფალი აგენტია.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა გულშემატკივარს თავი სწორედ ლა ლიგიდან და მადრიდის "რეალში" გატარებული პერიოდით დაამახსოვრა.

გასულ სეზონში პეპემ "პორტოს" რიგებში ყველა ტურნირზე 34 შეხვედრაში ითამაშა, სადაც 3 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული