"ეს ოცნების ასრულებაა! დაუჯერებელ გრძნობას განვიცდი!" - როგორ წარადგინა "რეალმა" მბაპე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მადრიდის "რეალმა" გუნდის ახალწვეული კილიან მბაპე გადაჭედილი "სანტიაგო ბერნაბეუს" თვალწინ წარადგინა.

ფრანგ ვარსკვლავს სტადიონზე შეკრებილი მაყურებელი ოვაციით მიეგება და მისი გვარის სკანდირება დაიწყო.

"ჩემი ოცნება დღეს ახდა. უბედნიერესი ვარ! აქ ყოფნა დაუჯერებელი გრძნობაა! მრავალი წელი ვოცნებობდი, რომ "რეალის" ფეხბურთელი გავმხდარიყავი და ახლა ეს რეალობაა.

ვხედავ, როგორ ტირის დედაჩემი... ეს ჩემთვის დაუჯერებელი დღეა. მინდა, გუნდის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს დიდი მადლობა გადავუხადო.

მსოფლიოს უდიდეს გუნდში მოვხვდი. მხოლოდ გამარჯვება მსურს და მინდა, რომ ამ უდიდესი კლუბის ისტორიის ნაწილი გავხდე. Hala Madrid!", - თქვა
მბაპემ. 
მკითხველის კომენტარები / 10 /
რეალის მთავარი ტრანსფერი, როგორც ყოველთვის საიდუმლოა, ანუ რომელი მსაჯი(ები) იყიდა, მაგას ცოცხალი თავით არ იტყვის ეს ბებერი, ბოლოს კი გავიგებთ ვინცაა, მარა რაღა დროსი იქნება.DDDDDDD
სოსო
19:30 16-07-2024
12
მბაპეს ეტყობა აჯიტირება, 1ადგილიტ .:)
ყურცქვიტ
18:57 16-07-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული