ბენზემამ თავისი აზრით 2024 წლის "ოქროს ბურთის" მოგების ფავორიტი დაასახელა
AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და ამჟამად "ალ იტიჰადის" ფორვარდმა კარიმ ბენზემამ Marca-სთან საუბარში, თავისი აზრით, 2024 წლის "ოქროს ბურთის" მოგების ფავორიტი დაასახელა.
"ამ ჯილდოს ვინისიუსი იმსახურებს. არა მარტო წლევანდელი სეზონისა და შედეგის, არამედ გასული წლის ბრწყინვალე ასპარეზობის გამოც. ის შესანიშნავი ფეხბურთელია", - თქვა ბენზემამ.
ინფორმაციისთვის, თავად ფრანგი "ოქროს ბურთის" მფლობელი 2022 წელს გახდა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.