24 წლის შემდეგ - ფიგუს ერთადერთი სინანული აქვს და ეს "ბარსელონადან" "რეალში" გადასვლა არაა

AutoSharing Option
2024 წლის 24 ივლისს 24 წელი გავიდა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ტრანსფერიდან. ყველას კარგად მოგეხსენებათ, სწორედ ამ დღით მადრიდის "რეალმა" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ "ბარსელონადან" ლუიშ ფიგუ იყიდა.

ამ ამბავს მაშინვე დიდი ამბები მოჰყვა და მალე პორტუგალიელს "ნოუ კამპზე" ღორის თავიც ესროლეს, თუმცა წლების გასვლისა და Netflix-ის დოკუმენტურ ფილმში მონაწილეობის შემდეგ ის ამბობს, რომ ერთადერთი სინანული აქვს და ეს "ბარსელონადან" "რეალში" გადასვლა არაა.

ფიგუს თქმით, გული მხოლოდ იმაზე სწყდება, რომ "სამეფო გუნდში" სტივენ ჯერარდთან ერთად ვერ ითამაშა. 2000-იანი წლების დასაწყისში
"ბლანკოსს" "ლივერპულის" ლეგენდის დამატება მართლაც სურდა, თუმცა ინგლისელმა "ენფილდზე" დარჩენა გადაწყვიტა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
სტივი ჯი კაცი იყო, რეალში არა მანჩესტერში გადავიდოდა. იუდა ღორო
6
7კილო 22მეტრზე მსოფლიო რეკორდია... დაწერთ რაღაც სისულელეს და გინდათ ხელი მომაწერინოთ...
რომან თურქია
00:26 25-07-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული