კანსელოს "ბარსელონაში" დარჩენა არ გამოდის - ფეხბურთელს ალტერნატივად სერია A აქვს

AutoSharing Option
Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბარსელონა" და "სიტი" ჟოაო კანსელოს გამოსასყიდ თანხაზე ვერ შეთანხმდნენ. კატალონიელები მანჩესტერელების მიერ მოთხოვნილზე ნაკლებს ითხოვდნენ, რის გამოც გარიგება არ შედგა.

30 წლის პორტუგალიელის დამატებით საუდის არაბეთის კლუბებიც ინტერესდებიან, თუმცა, თუ "ბლაუგრანასთან" მოლაპარაკება საბოლოოდ ჩაიშალა, თავად გამოცდილ მცველს ალტერნატივად სერია A ესახება. მედიაში უკვე იწერება, რომ მისმა აგენტმა ჟოაოს სამსახური "იუვენტუსსა" და "მილანს" შესთავაზა.

შეხსენებისთვის, კანსელომ გასული სეზონი იჯარით "ბარსელონაში" გაატარა, სადაც ჯამში 42 მატჩი ჩაატარა და თავი 4 გოლითა და 5 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული