"რეალი" აღარავის დაიმატებს - ანჩელოტიმ ზაფხულში ტრანსფერები გამორიცხა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის თქმით, მისი გუნდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აღარავის დაიმატებს.

როგორც იტალიელმა აღნიშნა, სავარაუდოდ, "ბლანკოსის" რიგებსაც არცერთი ფეხბურთელი აღარ დატოვებს.

ინფორმაციისთვის, "რეალმა" ამ ზაფხულს კილიან მბაპე და ენდრიკი გაიფორმა. "სამეფო გუნდს" ლენი იოროს მიყვანაც უნდოდა, მაგრამ ფრანგი მცველი საბოლოოდ "მანჩესტერ იუნაიტედში" აღმოჩნდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული