ჰანსი ფლიკმა მართალია ამხანაგური, მაგრამ პირველი "ელ კლასიკო" მოიგო და საბოლოოდ, კატალონიელებმა მეტოქე 2:1 დაამარცხეს.
42-ე და 54-ე წუთზე გატანილი გოლებით თავი 22 წლის ფორვარდმა პაუ ვიქტორმა გამოიჩინა, რომელსაც 82-ე წუთზე ნიკო პაზმა უპასუხა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ დუბლის ავტორმა ვიქტორმა მატჩის შემდეგ თავის შეყვარებულზე ემოციურად ისაუბრა. ახალგაზრდა ფეხბურთელის მეგობარი გოგონა პორტუგალიელი სტუდენტი იდალეტია, რომელიც ამჟამად ბარსელონაში ცხოვრობს.
"ძალიან, ძალიან მენატრება ჩემი შეყვარებული. რამდენიმე დღეა