ესპანელები ინგლისელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს გადაუხდიან, რასაც 20 მილიონი ბონუსებით დაემატება და ეს მანჩესტერელთა ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული გასხვისება იქნება.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, ფეხბურთელი უახლოეს დღეებში ჩავა მადრიდში, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს.
ალვარესმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე "სიტის" ფორმა 54 შეხვედრაში მოირგო, სადაც 19 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.