იამალის მამა დანით დაჭრეს - ის ადრე კრიმინალურ სამყაროსთან იყო დაკავშირებული

AutoSharing Option
„ბარსელონას“ ფეხბურთელის, ლამინ იამალის მამას, მუნირ ნასრაუის ბარსელონას გარეუბან მატაროში, მშობლიურ რაიონში რამდენიმე პირი ავტოსადგომზე თავს დაესხა და დანით დაჭრეს.

La Vanguardia-ს ცნობით, მუნირი ბადალონას საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაშია, სხვა ესპანური გამოცემები კი იტყობინებიან, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

Sportall.Ge

პოლიციამ რამდენიმე მოწმე იპოვა. წყაროს მტკიცებით, თავდასხმას წინ შეხლა-შემოხლა უძღოდა, კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც მუნირი ძაღლს ასეირნებდა. მას შეურაცხყოფა მიაყენეს და აივნიდან წყალი გადაასხეს. ინციდენტი ჩხუბში გადაიზარდა, ღამით ლამინის მამას ჩაუსაფრდნენ და დაჭრეს. პოლიციამ რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავა.

ახალგაზრდობაში მუნირი კრიმინალთან იყო
დაკავშირებული, თუმცა შვილის დაბადების შემდეგ, დანაშაულებრივ სამყაროსთან კავშირი შეწყვიტა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ბიჭო ქრისტიანები მაინც არ ხართ თუ მართმადიდებლები არ ხართ კარგი გასაგებია ასე რამ გაგიქვავათ ეს გულები რომ ვიღაცის ტრაგედია რომელიც სიკვდილს ებრძვის ღადაობის და ქილიკის საგნად აქციეთ.. დაე ღმერთმა ყველა ცოდვაზე შესაბამისი საფასური დააკისროს ადამიანს
გოგა
23:37 15-08-2024
1
შენ ჯობია კურსკის ამბებია მიუსამძიმრე კუმირს და მერე იოხუნჯე.დდდ
გიგაs
12:49 15-08-2024
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული