იამალის მამა დანით დაჭრეს - ის ადრე კრიმინალურ სამყაროსთან იყო დაკავშირებული

AutoSharing Option
„ბარსელონას“ ფეხბურთელის, ლამინ იამალის მამას, მუნირ ნასრაუის ბარსელონას გარეუბან მატაროში, მშობლიურ რაიონში რამდენიმე პირი ავტოსადგომზე თავს დაესხა და დანით დაჭრეს.

La Vanguardia-ს ცნობით, მუნირი ბადალონას საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაშია, სხვა ესპანური გამოცემები კი იტყობინებიან, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

Sportall.Ge

პოლიციამ რამდენიმე მოწმე იპოვა. წყაროს მტკიცებით, თავდასხმას წინ შეხლა-შემოხლა უძღოდა, კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც მუნირი ძაღლს ასეირნებდა. მას შეურაცხყოფა მიაყენეს და აივნიდან წყალი გადაასხეს. ინციდენტი ჩხუბში გადაიზარდა, ღამით ლამინის მამას ჩაუსაფრდნენ და დაჭრეს. პოლიციამ რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავა.

ახალგაზრდობაში მუნირი კრიმინალთან იყო
დაკავშირებული, თუმცა შვილის დაბადების შემდეგ, დანაშაულებრივ სამყაროსთან კავშირი შეწყვიტა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ეხლა, ეგეც პუტინს არ დააბრალოთ გნაცებო???
გიგა
09:48 15-08-2024
39
მაგაზე მადარდეთ ეგ თუ სცემეს!
ვახო
10:29 15-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული