ლენგლე ლა ლიგაში რჩება, მაგრამ "ბარსელონაში" აღარ ითამაშებს

AutoSharing Option
ესპანური პრესის ინფორმაციით, "ბარსელონას" მცველი კლემან ლენგლე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბს დატოვებს.

გავრცელებული ცნობით, ფრანგმა მცველმა მადრიდის "ატლეტიკოსთან" პირველად შეთანხმებას მიაღწია და კარიერიასაც სწორედ დიეგო სიმეონეს გუნდში განაგრძობს.

ახლა კატალონიელები "როხიბლანკოს" სატრანსფერო ფასზე უნდა შეუთანხმდნენ და გარიგებაც ოფიციალურად დაიხურება.

ლენგლემ გასული სეზონი იჯარით "ასტონ ვილაში" გაატარა, სადაც 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული