"ესპანეთი რასისტული ქვეყანა არ არის" - დე ლა ფუენტემ ვინისიუსს უპასუხა

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ მადრიდის "რეალის" შემტევის, ვინისიუსის განცხადებას უპასუხა.

როგორც იცით, ბრაზილიელმა თავდამსხმელმა თქვა, რომ თუ ესპანეთში რასიზმი არ დამარცხდება, 2030 წელს მსოფლიო ჩემპიონატი ამ ქვეყანაში არ უნდა ჩატარდეს.

"ვინისიუსის განცხადება არ მომისმენია, მაგრამ რაღაც მითხრეს. ესპანეთი რასისტული ქვეყანა არ არის, ესპანეთი თანაცხოვრების, პატივისცემის, ინტეგრაციის მაგალითია... მაგალითი, რომელსაც ბევრმა უნდა მიბაძოს.

რა თქმა უნდა, არასასურველი სიტუაციები ყოველთვის ხდება. მე ვამტკიცებ, რომ ესპანეთი არ არის რასისტული ქვეყანა და აქ არის ბევრი მაგალითი, რომლებსაც ბევრმა ქვეყანამ უნდა
მიბაძოს.

ესპანეთში, მაროკოსა და პორტუგალიაში მსოფლიო ჩემპიონატი უნიკალური მოვლენა იქნება. ეს იქნება წარმატება", - თქვა დე ლა ფუენტემ სერბეთის ნაკრებთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვინისიუსმა უნდა გაიგოს კანის ფერი და რასიზმი არაფერ შუაში, პრობლემა მისი იაზვა ხასიათია.
რრრ
21:17 05-09-2024
1
ვინისიუს!შენ ხარ მაგარი ფეხბურთელი,მაგრამ პროვოკატორი.მე თუ სადმე ვარ ისეთ გარემოცვაში რომელიც არ მომწონს მალევე ვტოვებ იქაურობას.არ მოგწონს ეგ ქვეყანა მაშინ წადი სხვა ქვეყანაში.ამის მერე რომ ესპანეთის ყველა სტადიონზე სტვენას და გინებას დაგიწყებენ ეჭვი ხომ არ გეპარება?
გოჩა
19:13 05-09-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული