თითქმის ერთი წლის წინ საქართველოს ნაკრებთან მატჩში ტრავმირებულმა გავიმ ვარჯიში დაიწყო

AutoSharing Option
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონას" 20 წლის ნახევარმცველი გავი მოედანზე დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა მუხლის ჯვარედინი იოგები გასული წლის ნოემბერში საქართველოს ნაკრებთან მატჩში გაიწყვიტა და უქმობა თითქმის 1 წელი მოუწია.

გავიმ ვარჯიში განაახლა და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, მალე თამაშსაც შეძლებს. გასულ სეზონში მან ტრავმის გამო "ბარსელონას" ფორმა ლა ლიგის მხოლოდ 12 შეხვედრაში მოირგო, სადაც 1 გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
აი დარდი კისერი უტეხიათ
სჯჯს
17:06 13-09-2024
9

სიახლეები პოპულარული