ხორვატი 39 წლისა და 40 დღის ასაკში გახდა ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე, ვისაც "სამეფო გუნდის" მაისურით უასპარეზია.
აქამდე "რეალის" რიგებში ეს რეკორდი ლეგენდარულ უნგრელ ფერენც პუშკაშს ეკუთვნოდა, რომელმაც 1966 წელს "რეალის" ფორმით 39 წლისა და 36 დღისამ ითამაშა.
შეხსენებისთვის მოდრიჩმა მიმდინარე სეზონში "რეალის" ფორმით ყველა ტურნირზე 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე 3 ასისტია.