
სეგუნდა დივიზიონის მეათე ტურში "დეპორტივოსა" და "ელდენსეს" მატჩი 1:1 დასრულდა. ABC-ის ცნობით, შეხვედრის შემდეგ სტუმართა გუნდმა განაცხადა, რომ გაქურდეს.
თამაშისას "ელდენსეს" გასახდელიდან ფეხბურთელებს ფული და ძვირფასეულობა მოპარეს. ალეკანტური კლუბი ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს.
"დეპორტივომ" განაცხადა, რომ ეს ცილისწამებაა და გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა.